"22 წლის ასაკში სკუდეტო და ევროპის ჩემპიონატი" - რატომ არის ხვიჩა ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო? » სპორტის ხაზი

"22 წლის ასაკში სკუდეტო და ევროპის ჩემპიონატი" - რატომ არის ხვიჩა ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო?

"22 წლის ასაკში სკუდეტო და ევროპის ჩემპიონატი" - რატომ არის ხვიჩა ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო?
30-05-2024, 01:22
Aa Aa
გაზიარება:

ტვიტერზე ნაპოლის ერთ-ერთი ქომაგი ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო დეტალებს გვიზიარებს და საზოგადოებას არწმუნებს, რომ ქართველი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.

"ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოა. ხვიჩას დროს საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და დარწმუნებული ვარ მალე მსოფლიოზეც გაიყვანს.

მისი ყოველი შეხება ბურთთან ლეგენდარულია. 22 წლის ასაკში ნაპოლისთან ერთად სკუდეტო მოიგო. მისი თითოეული შეხება ლეგენდარულია. ის ამჟამად ვინისიუსზეც, ბელინგემზეც, ჰალანდზეც, მბაპეზეც მაღლა დგას, რადგან ისინი დიდ კლუბებში თამაშობენ, სადაც უდიდესი რესურსია, ხოლო ხვიჩა ამ ნაპოლიში მაინც ახერხებს წარმატების მიღწევას და გუნდის ლიდერად ყოფნას
"
- ვკითხულობთ ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარცხელიამ ამ სეზონში, პარტენოპეის რიგებში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა საგოლე მოქმედებების მხრივ. პლუს, ქართველი სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების სამეულში მოხვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი