Gianluca Di Marzio : "პსჟ-მ კვარაცხელიას თაობაზე პირველი შეთავაზება გააკეთა" » სპორტის ხაზი

Gianluca Di Marzio : "პსჟ-მ კვარაცხელიას თაობაზე პირველი შეთავაზება გააკეთა"

Gianluca Di Marzio : "პსჟ-მ კვარაცხელიას თაობაზე პირველი შეთავაზება გააკეთა"
28-05-2024, 18:15
Aa Aa
გაზიარება:

პსჟ-მ კვარაცხელიას თაობაზე პირველი შეთავაზება გააკეთა, ინფორმაციას Sky Sport-ის ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო თავის ტვიტერის ექაუნთზე აქვეყნებს.

როგორც წყარო სძენს, ფრანგული კლუბი ქართველი ფეხბურთელის დამატებით დაინტერესებულია და პარტენოპეის ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა.

დიდია ალბათობა იმისა, რომ იტალიურმა კლუბმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადოს, რადგან ნეაპოლელებს "კვარას" გაშევა არ სურთ. პლუს, თუ გუნდიდან ფეხბურთელის წასვლის საკითხი დადგება, "ცისფრები" კვარაცხელიას სანაცვლოდ მინიმუმ 120-150 მილიონ ევროს ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2023/24 წლების სეზონში იტალიის სერია A-ში 34 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტის მოპოვება შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი