ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა! » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა!

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა!
28-05-2024, 00:35
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია SofaScore-ის სერია A-ს სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა!

მიუხედავად ნაპოლის ჩაგდებული სეზონისა, ამ სიმბოლურში ქართველის გარდა გუნდის კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცოც მოხვდა, რომელიც დიდი ალბათობით ამ ზაფხულს ნეაპოლს დატოვებს.

ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჩემპიონი ინტერიდან გვყავს. თითო-თითო ფეხბურთელი კიდევ მილანიდან, რომადან, იუვენტუსიდან და ლაციოდან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2023/24 წლების სეზონში იტალიის სერია A-ში 34 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტის მოპოვება შეძლო.

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი