ძველი თუ ახლანდელი? - რომელი სეზონი ჰქონდა ხვიჩას უკეთესი » სპორტის ხაზი

ძველი თუ ახლანდელი? - რომელი სეზონი ჰქონდა ხვიჩას უკეთესი

ძველი თუ ახლანდელი? - რომელი სეზონი ჰქონდა ხვიჩას უკეთესი
27-05-2024, 11:21
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ "ლეჩესთან" "ნაპოლიმ" უგოლო ფრე გააგორა და ამით სეზონი დაასრულა.

შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიასთვის საკლუბო სეზონი დასრულებულია, რაც თამამად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ 2022/23 წლებთან პარალელი გავავლოთ.

ხალხში ხშირად მოისმენთ დისკუსიას იმის შესახებ, თუ რომელი სეზონი იყო კვარასთვის უკეთესი და უმეტესი მათგანის აზრით წლევანდელი ხვიჩა შარშანდელის აჩრდილია.

მაგრამ მოდით, ვნახოთ, რას გვეუბნება სტატისტიკა და ვესტუმროთ "TransferMarket"-ს, რომელიც ყველაზე სანდო და ზუსტი წყაროა.

აწ უკვე ახლად დასრულებული სეზონი კვარასთვის უტიტულოდ დასრულდა და მისმა "ნაპოლიმ" ტიტულის დაცვის ყველაზე ცუდი გზა გვაჩვენა. იტალიის ჩემპიონობის შემდეგ ნეაპოლებმა სეზონი სერია ა-ს ცხრილში მე-9 ადგილზე დაასრულეს.

თავად ხვიჩამ სერია ა-ში 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 11 და სხვას 8-ჯერ სხვას გაატანინა. სულ მოედანზე 2753 წუთი დაჰყო და გოლი საშუალოდ 251 წუთში გაჰქონდა. სასტარტოდან მატჩების 84%-ში დაიწყო მონაწილეობა და "ნაპოლის" გოლების 35%-ში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მოდით ეს შედეგი 2022/23 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონატს შევადაროთ, როდესაც ხვიჩამ ზუსტად იმდენივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, რამდენშიც წელს. თუმცა მან გაიტანა 12 გოლი და სხვას 13-ჯერ გაატანინა. ჯამში მოედანზე 2538 წუთი დაჰყო, რაც 215-ით მეტია შარშანდელზე (მიუხედავად 34-34 მატჩისა).

შესაძლოა ითქვას, რომ კვარამ შარშან უფრო ნაკლები ითამაშა და მეტ საგოლე გადაცემაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის 25 საგოლე მოქმედება იმ "ნაპოლის" 32%, ხოლო წლევანდელი 19 კი 35%-ს შეადგენს.

გარდა ამისა, ხვიჩა გასული სეზონის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და თვის საუკეთესოს წოდება 3-ჯერ მოიგო, რაც იტალიის ჩემპიონატში არავის გაუკეთებია. წელს კვარამ თვის საუკეთესოს ტიტული ერთხელ აიღო.

მოდით, მასშტაბები გავზარდოთ და სერია ა-ს გავცდეთ. საერთო ჯამში შარშან ხვიჩამ ორ ტურნირზე ითამაშა, 43 შეხვედრაში გაიტანა 14 გოლი და შეასრულა 17 საგოლე გადაცემა. ამასთანავე, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც გახდა, მაგრამ წელს მისმა გუნდმა დიდი კრახი განიცადა.

აი მიმდინარე სეზონში კვარამ უკვე 4 ტურნირზე ითამაშა, სერია ა, ჩემპიონთა ლიგა, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. საერთო ჯამში 45 მატჩში 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გასულ სეზონში ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიიღვალა აქტივში (9 მატჩში, 700 წუთი), წელს კი მხოლოდ 1 ასისტით გამოირჩა 8 შსეხვედრაში (672 წუთი).

ერთი მცირე დეტალიცაა, შარშან ხვიჩამ საერთო ჯამში მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი მიიღო, წელს კი 8.

დრიბლინგის მაჩვენებლით კვარა ძალიან დაიხვეწა, რაც მისი თამაშის ხარისხისთვის ძალიან მნიშნელოვანია.

შარშან ქართველ ფეხბურთელს 75 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა (41%), წელს კი იმ 3 ფეხბურთელს შორისაა, რომლებმაც ევროპაში 100-იან ნიშნულს გაასწრეს. მის ანგარიშზე 101 წარმატებული დრიბლინგია (51%).

გასული სეზონი: იტალიის 3-ჯერ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, იტალიის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, იტალიის ჩემპიონობა.

მიმდინარე სეზონი: არავითარი ტიტული, მხოლოდ ერთხელ სერია ა-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. მოდით, ეს ყველაფერი "ნაპოლის" დავაბრალოთ.

რომელი სეზონი იყო მისთვის უკეთესი? რა თქმა უნდა, შარშანდელი, მაგრამ რომელ სეზონშ უკეთ ითამაშა? აი, ამ კითხვაზე პასუხი უკვე თქვენთვის მოგვინდია, სტატისტიკა თქვენს თვალწინაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი