იტალიელი ლეგენდა კარიერას ასრულებს » სპორტის ხაზი

იტალიელი ლეგენდა კარიერას ასრულებს

იტალიელი ლეგენდა კარიერას ასრულებს
26-05-2024, 23:23
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელი ლეგენდარულმა ლეგენდარულმა მცველმა ბოლო საშინაო საკლუბო მატჩი ჩაატარა და კარიერას ასრულებს.

37 წლის ცენტრალურმა მცველმა ბოლო სეზონი "ფენერბახჩეში" გაატარა და მომდევნო კვირას სამშობლოში დაბრუნდება, სადაც ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას დააანონსებს.

ლეონარდოს შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა, რომლის უმეტესი ნაწილიც "იუვენტუსში" დაჰყო. საერთო ჯამში მან იტალიის სერია ა 9-ჯერ მოიგო, ქვეყნის თასი 5-ჯერ და ამდენჯერვე გახდა ჩემპიონი იტალიის სუპერთასისა.

ბონუჩი "ინტერის" პრიმავერას აღზრდილია და პირველი პროფესიული ტიტული უმაღლეს გუნდში სწორედ "ნერაძურის" რიგებში მოიგო (სერია ა).

მას შემდეგ ლეომ "იუვენტუსს" მიაშურა და სწორედ იქ გახდა დიდებული ფიგურა. ამჟამად იგი ევროპის მოქმედი ჩემპიონის სტატუსს ატარებს. EURO 2020-ის ფინალში ინგლისს სწორედ მან გაუტანა.

შესაძლებელია ის არ დგას ისეთი მცველების გვერდით, როგორებიცაა სერხიო რამოსი, მალდინი და სხვა, თუმცა ფეხბურთის ისტორიაში იგი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი