ცნობილი გამოცემის, Bleacher Report-ის ინფორმაციით, გოლდენ სტეიტ უორიორსი ქართველი კალათბურთელის, გოგა ბითაძის დამატებითაა დაინტერესებული.
როგორც ამერიკელები წერენ, გოლდენ სტეიტის მიზანი ისაა, რომ ახალი მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატონ. მათ ქართველი ცენტრის აღნაგობა და ფიზიკური მონაცემები ძალიან მოსწონთ და არის შანსი, რომ გოგა თვით სტეფ კარის თანაგუნდელი გახდეს.
24 წლის ბითაძე კარიერის ამ ეტაპზე ორლანდო მეჯიქის კალათბურთელია, თუმცა ბოლო პერიოდში სათამაშო წუთებს სულ უფრო და უფრო ცოტას იღებს. შესაბამისად, თუ ეს ტრანსფერი დადასტურდა, წესით, მასზე თანხმობა თავად ბითაძემაც უნდა განაცხადოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრს აქამდე NBA-ს კიდევ ერთ გუნდში, კერძოდ ინდიანა პეისერსში უთამაშია.