ილია თოფურია: "მაკგრეგორამდე ამ მებრძოლთან მსურს ჩხუბი" » სპორტის ხაზი

ილია თოფურია: "მაკგრეგორამდე ამ მებრძოლთან მსურს ჩხუბი"

ილია თოფურია: "მაკგრეგორამდე ამ მებრძოლთან მსურს ჩხუბი"
25-05-2024, 15:19
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა.

როგორც ილია აქამდე ამბობდა, მას ბრძოლის გამართვა კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ სურს, თუმცა იქამდე ქართველს მაქს ჰოლოუეისთან შეხვედრა უნდა:

"სანამ მაკგრეგორს შევხვდები, იქამდე მსურს, რომ ჰოლოუეის წინააღმდეგ დავდგე, ხოლო თუ კონორი თავის ბრძოლას ჩენდლერთან მოიგებს, შემდეგ მე შევხვდები, რადგან ეს ის ბრძოლაა, რომელსაც ვეძებ და მჭირდება", - თქვა ილია თოფურიამ.

თოფურიას ირლანდიელ მებრძოლთან ჩხუბი საინტიაგო ბერნაბეუზე სურს. ილია ამბობს კიდეც, რომ ამ ორთაბრძოლას თვალს 80 ათასამდე გულშემატკივარი მიადევნებს.

სხვათა შორის, მაკრეგორმა აღნიშნა, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის ბრძოლა საინტერესო იქნება, თუმცა, კონორის აზრით, ქართველი ამერიკელის დამარცხებას ვერ მოახერხებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი