"ატალანტას" მწვრთნელი : "იდეალური გეგმა მაქვს, კვარაცხელიას მე შევაჩერებ" » სპორტის ხაზი

"ატალანტას" მწვრთნელი : "იდეალური გეგმა მაქვს, კვარაცხელიას მე შევაჩერებ"

"ატალანტას" მწვრთნელი : "იდეალური გეგმა მაქვს, კვარაცხელიას მე შევაჩერებ"
4-11-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-13 ტურში ერთმანეთს "ატალანტა" და "ნაპოლი" დაუპირისპიდებიან. მოლოდინი ამ შეხვედრისთვის ძალიან დიდია, რადგან ორივე კლუბი 1-2 ადგილზე იმყოფება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე "ატალანტას" მთვარმა მწვრთნელმა, პიერო ჯან გასპერინიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალებაში დარწმუნებულია.

იტალიელი სპეციალისტი 21 წლის შემტევის შეჩერებას რაფაელ ტოლოითა და ჰანს ჰატებურით გეგმავს. ტოლოი მარჯვენა ცენტრალური-მცველია, ხოლო ჰატებური ფლანგზე მოქმედებს. ამ გეგმასთან ერთად, იტალიურ მედიაში 64 წლის სპეციალისტის სიტყვები გამოქვეყნდა - "იდეალური გეგმა მაქვს, კვარაცხელიას მე შევაჩერებ"

შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნული დაპირისპირება შაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზე არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი