იტალიური გამოცემა : "სპეცია ივა გელაშვილს დაიტოვებს" » სპორტის ხაზი

იტალიური გამოცემა : "სპეცია ივა გელაშვილს დაიტოვებს"

იტალიური გამოცემა : "სპეცია ივა გელაშვილს დაიტოვებს"
23-05-2024, 22:33
Aa Aa
გაზიარება:

ივა გელაშვილი, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციების მიუხედავად, სერია B-ს გუნდში, სპეციაში დარჩება, – ამის შესახებ ცნობებს იტალიური გამოცემები ავრცელებენ.

ივა გელაშვილის ტრანსფერს, სავარაუდოდ, სპეცია მალე ბათუმის დინამოდან გამოისყიდის. ქართველი მცველი კონტრაქტს გააფორმებს და იტალიური კლუბის მაისურით კიდევ ორი წელი ითამაშებს."

სპეცია საქართველოს ნაკრების მცველის კონტრაქტში არსებული იმ პუნქტით ისარგებლებს, რომელიც მის გამოსყიდვას გულისხმობს.

ივა გელაშვილმა სპეციას რიგებში 10 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი კონტრაქტს 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს.
– ინფორმაციას La Nazione-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველის გამოსასყიდი თანხა 750 000 ათასი ევროა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი