"ივა პროფესიონალია და გოლიც დაიმსახურა" - გელაშვილი სპეციაში შეაქეს » სპორტის ხაზი

"ივა პროფესიონალია და გოლიც დაიმსახურა" - გელაშვილი სპეციაში შეაქეს

"ივა პროფესიონალია და გოლიც დაიმსახურა" - გელაშვილი სპეციაში შეაქეს
27-12-2023, 11:34
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის რანგით მეორე დივიზიონის მე-19 ტურში ივა გელაშვილის სპეციამ მოდენას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელი მატჩის მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება ბოლო წუთებზე შეძლეს, გოლის ავტორი კი სწორედ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი გახდა.

ივა გელაშვილის შესახებ მოგვიანებით კომენტარი გააკეთა სპეციას მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, რომელმაც ქართველ მცველს პროფესიონალი და მიზანდასახული უწოდა:

"ის ვარჯიშებზე ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება და საკუთარ სახეს ავლენს. ვფიქრობ, მან გოლის გატანა დაიმსახურა და მხოლოდ ერთი შეცდომის გამო ცუდ შეფასებას არ იმსახურებს. ივა გელაშვილი ნამდვილი პროფესიონალი და მიზანდასახული მოთამაშეა. მან მოდენას წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა და ჩემზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა", - თქვა მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა

ცნობისთვის, სპეცია სერია B-ში მე-19 ადგილს 17 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი