ჩაშლილი ტრანსფერი - რომელ გუნდში გადასვლაზე თქვა უარი გიორგი არაბიძემ? » სპორტის ხაზი

ჩაშლილი ტრანსფერი - რომელ გუნდში გადასვლაზე თქვა უარი გიორგი არაბიძემ?

ჩაშლილი ტრანსფერი - რომელ გუნდში გადასვლაზე თქვა უარი გიორგი არაბიძემ?
23-05-2024, 15:51
Aa Aa
გაზიარება:

ქართული საფეხბურთო გვერდის, Geo Team-ის ინფორმაციით, ქუთაისის ტორპედოში საოცრად ათამაშებული გიორგი არაბიძის ტრანსფერით უნგრული ფერენცვაროში იყო დაინტერესებული, თუმცა ახალ კლუბში გადასვლაზე უარი თავად ფეხბურთელმა თქვა.

როგორც ირკვევა, ქუთაისის ტორპედომ შეთავაზებას მწვანე შუქი აუნთო, თუმცა ყველაფრის წინააღმდეგ არაბიძე წავიდა.

"ქუთაისის ტორპედომ გიორგი არაბიძის ტრანსფერზე უნგრული ფერენცვაროშიდან წინადადება მიიღო, კლუბები შეთანხმდნენ, მაგრამ ფერენცვაროშში ტრანსფერზე უარი გიორგი არაბიძემ თქვა."

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, უნგრეთის ჩემპიონს გიორგი არაბიძის დამატება იანვარშიც სურდა, თუმცა ტრანსფერი მაშინაც მსგავსი მიზეზით არ შედგა"
, - წერს ქართული გამოცემა.

26 წლის გიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში 2022 წლიდან თამაშობს და იმერული კლუბის მთავარი ლიდერია. მან ამ დრომდე ტორპედოს მაისურით ეროვნულ ლიგაში 24 შეხვედრა ითამაშა, 24 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი