"მეცის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის მაისის თვის საუკეთესო გოლის ავტორის წოდებისთვის იბრძვის.
ნომინაციაზე გიორგის "რენის" წინააღმდეგ გატანილი გოლია წარდგენილი, რომელიც მან 32-ე ტურში შეაგდო.
აღსანიშნავია ის ფაქტებიც, რომ მას 4 მოწინააღმდეგე ჰყავს და მისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია..
"მეცში" დაბრუნების შემდეგ გიორგის ანგარიშზე 11 გოლია და იგი გუნდის ერთპიროვნული ლიდერი გახდა, თუმცა მათი გზები მიმდინარე სეზონის ბოლოს გაიყოფა.