ცნობილია! - რამდენს ითხოვს "აიაქსი" მიქაუტაძის სანაცვლოდ » სპორტის ხაზი

ცნობილია! - რამდენს ითხოვს "აიაქსი" მიქაუტაძის სანაცვლოდ

ცნობილია! - რამდენს ითხოვს "აიაქსი" მიქაუტაძის სანაცვლოდ
22-05-2024, 19:25
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძის დამატება მონაკოს სურს. კლუბი ქართველი თავდამსხმელის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს,ფეხბურთელის მთავარი გუნდი, აიაქსი კი ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ 15-დან 20 მილიონამდე ითხოვს – ინფორმაციას ფრანგული ტელეკომპანიის, RMCsport-ის ვებგვერდი ავრცელებს.

მონაკო 23 წლის ქართველ ფეხბურთელს ვისამ ბენ იედერის შემცვლელად განიხილავს, რომელთანაც კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს.

მიქაუტაძე აიაქსმა გასულ ზაფხულს მეციდან 16 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა ქართველ ფეხბურთელს სათამაშო დრო არ ჰქონია და იანვარში ფრანგულ გუნდში იჯარით დაბრუნდა. ლიგა 1-ში მან 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი