საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "აიაქსის" მოთამაშე, გიორგი მიქაუტაძე, ყოფილ კლუბ "მეცში" დაბრუნდა. ახალგაზრდა თავდამსხმელი თავის ყოფილ გუნდში 6-თვიანი იჯარით, 30 ივნისამდე ითამაშებს.
ხელშეკრულების მიხედვით, ფრანგულ კლუბს მიქაუტაძის გამოსყიდვის უფლება 10 მილიონ ევროდ ექნება.
გიორგი ნიდერლანდური გრანდის საკუთრებაა და "აიაქსს" გასული წლის ზაფხულს. სწორედ ფრანგული "მეციდან" მიაშურა.
ამ დროის განმავლობაში, მიქაუტაძე "აიაქსის" მაისურით მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ 6-ჯერ ვიხილეთ.
"მეცში" ქართველი თავდამსხმელი 42 ჩატარებულ შეხვედრაში, 25 გატანილ გოლს ითვლის.