ფრანგულ გრანდთან ერთ ნაბიჯში - მიქაუტაძის ახალი კლუბი ცნობილია? » სპორტის ხაზი

ფრანგულ გრანდთან ერთ ნაბიჯში - მიქაუტაძის ახალი კლუბი ცნობილია?

ფრანგულ გრანდთან ერთ ნაბიჯში - მიქაუტაძის ახალი კლუბი ცნობილია?
22-05-2024, 15:14
Aa Aa
გაზიარება:

Footmercato-ს ინფორმაციით, ფრანგული მონაკო გიორგი მიქაუტაძის შეძენითაა დაინტერესებული.

როგორც გამოცემა წერს, გიორგისა და მონაკოს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს და ტრანსფერიც სულ უფრო ახლოვდება.

ამავე წყაროს მტკიცებით, ამსტერდამის აიაქსი, რომელმაც მიქაუტაძე დაიწუნა, ქართველის სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს მოითხოვს.

სხვათა შორის, გარდა მონაკოს ინტერესისა, რამდენიმე დღის წინ დაიწერა როგორც მარსელის, ისე რენის სატრანსფერო სურვილის შესახებაც, თუმცა ამ ეტაპისთვის მონაკო ყველაზე მეტად აქტიურობს.

მონაკო საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ადგილზე 67 ქულით გავიდა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი