ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დინამო თბილისი UEFA-სგან 80 000 ევროს ოდენობით დაჯარიმდა.
ზემოაღნიშნულის მიზეზად ხელფასების გადაუხდელობა სახელდება და გარდა ფულადი დაჯარიმებისა, არის შანსი, რომ დინამომ ევროტურნირებზე თამაში ვერ შეძლოს და დისკვალიფიკაცია მიიღოს.
იმ შემთხვევაში თუ დინამო თბილისი სახელფასო სისტემას ვერ დაარეგულირებს, მაშინ კლუბს იმაზე დიდი სანქციები დაეკისრება, ვიდრე ეს ახლა მოხდა.
სხვათა შორის, უმსხვილესი საფეხბურთო ორგანიზაციის სანქცირების წესი არამარტო დინამოს, არამედ ისეთ კლუბებსაც შეეხოთ, როგორებიც ბეტისი, პორტუ და გალათასარაი არიან.