უდიდესი მიღწევა - გიორგი ქვილითაია კვიპროსის ლიგაში სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა! » სპორტის ხაზი

უდიდესი მიღწევა - გიორგი ქვილითაია კვიპროსის ლიგაში სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა!

უდიდესი მიღწევა - გიორგი ქვილითაია კვიპროსის ლიგაში სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა!
16-05-2024, 15:20
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და გასაკვირი სულაც არაა, რომ ქართველი ფორვარდი სეზონის სიმბოლურ გუნდში მოახვედრეს.

აპოელის ქართველ თავდამსხმელს ამ სეზონში ამავე გუნდის მაისურით კვიპროსის ლიგაში 30 თამაში აქვს გამართული, რა დროშიც გიორგიმ 8 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად 6 წლის შემდეგ ჩემპიონი პირველად გახდა.

ტურნირის მოგებასთან დაკავშირებით ქვილითაიამ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მიზნის მიღწევით ძალიან ბედნიერია:

"ძალიან ბედნიერი ვარ. ურთულესი სეზონი იყო და მიხარია, რომ ბოლოს ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა. როდესაც მიზანს ამდენი ბრძოლის შემდეგ აღწევ, ჩემპიონობა კიდევ უფრო ტკბილი ხდება", - თქვა გიორგიმ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 30 წლის შემტევს კარგი სეზონის შემდეგ ახალი წინადადებები აქვს მიღებული. მაგალითისთვის, ერთ-ერთი არისია, რომელიც ქვილითაიას ბევრად გაუმჯობესებულ ფინანსურ შემოსავალს სთავაზობს, აპოელში დარჩენის ბენეფიტი კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე თამაში იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი