სამწუხარო ინფორმაცია - გიორგი მიქაუტაძე ტრამვირებულია » სპორტის ხაზი

სამწუხარო ინფორმაცია - გიორგი მიქაუტაძე ტრამვირებულია

სამწუხარო ინფორმაცია - გიორგი მიქაუტაძე ტრამვირებულია
3-11-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

"მეცის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ტრავმირებულია და, დიდი ალბათობით, გუნდს „სენტ-ეტიენთან” ვერ დაეხმარება, ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Letsgometz ავრცელებს.

„საფრანგეთის თასზე გამარჯვებიდან მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ 7 ნოემბერს, ლიგა 2-ში, სენტ ეტიენთან მნიშვნელოვან მატჩში, შესაძლოა, გიორგი მიქაუტაძემ მონაწილეობა ვერ მიიღოს. ქართველმა თავდამსხმელმა, რომელმაც როანთან სათასო შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, მატჩის ბოლოს მოედანი ტრავმის გამო დატოვა. ტრავმის სიმძიმე ამ დროისთვის უცნობია. თუ მიქაუტაძემ თამაში ვერ მოახერხა, მეცს საუკეთესო თავდამსხმელი დააკლდება.

სენტ-ეტიენთან მიქაუტაძის არყოფნა ძალიან ცუდი ამბავია გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლასლო ბოლონისთვის, რომელსაც გამარჯვება სჭირდება, რათა გუნდმა სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესოს“ – ვკითხულობთ სტატიაში.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგიმ ფრანგული კლუბის მაისურით დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოახერხა გოლის გატანა. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი ტრამვას მალე მოიშუშებს და გუნდს დაუბრუნდება,


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი