გიორგი მიქაუტაძის "მეცთან" დაკავშირებული ფანსაიტი ფრანგულ კლუბზე და მის რთულ მდგომარეობაზე სტატიას აქვეყნებს.
ლასლო ბოლონის გუნდმა სტად ოსეანზეც ვერ შეძლო მოგება გააწყო. ნათლად ჩანს, რომ მეცს აკლია თითქმის ყველაფერი, რაც კარგი ფეხბურთის თამაშისთვის საჭიროა. დაცვა უვარგისია, ნახევარდაცვა აპათიური, ბოლო დროს თავდასხმაც მოისუსტებს - მხოლოდ ერთი გამარჯვება და 1 გოლი ბოლო 5 შეხვედრაში ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია.
დიდი ხანია, განგაშის ზარია დასარეკი, რადგან მეცის ნეგატიურ დინამიკას არაფერი აჩერებს. გუნდს ტალანტების გარეშე ვერ გააძლიერებ. მეცს უბრალოდ აკლია ლიდერები. მხოლოდ ერთი, გიორგი მიქაუტაძე არის შესაბამისი დონის და დიდი ალბათობით ისიც სულ მალე დატოვებს ჩასაძირად განწირულ გემს". - ვკითხულობთ სტატიაში.
შეგახსნებთ იმასაც, რომ "მეცი" ლიგა 2-ში 15 ქულით მე-12 ადგილზეა. გუნდთან ერთად, ნამდვილად არ არის იდეალურ ფორმაში, გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც სექტემბერ-ოქტომბერში შედეგიანი მატჩი საერთოდ არ ჰქონია.