ბოლო პერიოდში ფრანჩესკო კალცონას ხვიჩა კვარაცხელია თამაშიდან თითქმის არასდროს არ გაჰყავდა, თუმცა დღევანდელი მატჩი გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება.
სერია A-ს მიმდინარე შეხვედრაში ემპოლი ნაპოლის მინიმალური სხვაობით, 1:0-ს ამარცხებს, კალცონამ კი კვარა 70-ე წუთზე გაიყვანა.
ქართველმა ფეხბურთელმა პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო (6.3), მეორე ტაიმში კი კვარას რეიტინგი მხოლოდ 6.4-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონიდან იტალიის სერია A ჩემპიონთა ლიგაზე არა 4, არამედ 5 გუნდს გაიყვანს, დარჩენილი ქულები კი ნაპოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.