"შეგვიძლია სეზონი ბევრად უკეთესი გავხადოთ" - ალონსოს სიტყვა ევროპა ლიგის მატჩამდე » სპორტის ხაზი

"შეგვიძლია სეზონი ბევრად უკეთესი გავხადოთ" - ალონსოს სიტყვა ევროპა ლიგის მატჩამდე

"შეგვიძლია სეზონი ბევრად უკეთესი გავხადოთ" - ალონსოს სიტყვა ევროპა ლიგის მატჩამდე
18-04-2024, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში ვესტ ჰემი შინ ლევერკუზენს მიიღებს. მატჩის წინ, გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ვიცოდით, რომ კვირას ბუნდესლიგის ტიტულის მოგება შეგვეძლო. ეს ძალიან გვინდოდა, გავაკეთეთ და შემდეგ დავტკბით. სეზონის დასრულების შემდეგ, ყველაფრის ანალიზისთვის ბევრი დრო მექნება. ახლა კი ევროპის ლიგის დროა. ჩვენ კარგ სეზონს ვატარებთ და შეგვიძლია ბევრად უკეთესი გავხადოთ.
ჩემი გუნდის მიმართ კარგი განცდა მაქვს. ფეხბურთელების საკმარის მიზეზებს მაძლევენ ამის დასაჯერებლად ყველაფრის მიმართ ღიაობას ვამჟღავნებთ. საკუთარი თავის პიკამდე უნდა მივიდეთ. აბსოლუტურად ყველას აქვს შიმშილი და სიხარბე წარმატებისკენ."
- თქვა ალონსომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი