საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის მეცმა ლანსს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქართველი ფორვარდი დასახელდა, რომელმაც მეტოქისთვის ორი ბურთის გატანა შეძლო.
აი, რა თქვა მიქაუტაძემ თამაშის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან:
"გოლის გატანით დამსახურებული ემოციები ძალიან მაკლდა და მჭირდებოდა. ჩემს თავზე ცუდი ამბები მომდიოდა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის დავბრუნდი, რაც არ მომწონდა და ამის შეცვლა მსურდა."
"ჩემი მიზანი ისაა, რომ მეცი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში დავტოვო. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ახალი არაფერია", - თქვა მიქაუტაძემ.