საბოლოოდ უნდა ითქვას - ოსიმენი "პარი სენ-ჟერმენში" გადადის? » სპორტის ხაზი

საბოლოოდ უნდა ითქვას - ოსიმენი "პარი სენ-ჟერმენში" გადადის?

საბოლოოდ უნდა ითქვას - ოსიმენი "პარი სენ-ჟერმენში" გადადის?
12-04-2024, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ და მსოფლიო საფეხბურთო მედიაში, უკვე დიდი ხანია იწერება, რომ ვიქტორ ოსიმენი იტალიაში ატარებს ბოლო კვირებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სეზონის ბოლოს იგი პსჟ-ს მიაშურებს.

დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა გამოცემები ვარაუდობენ, რომ ნიგერიელის ყოველწლიური ხელფასი პარკ დე პრენსზე 13 მილიონი ევრო იქნება. ამის გარდა, ცხადია, ხელშეკრულებაში ბონუსების პუნქტიც გათვალისწინებული იქნება .

"აძურის" ცხრიანის სახელს უკავშირებდნენ პრემიერ ლიგის გუნდებსაც, თუმცა ეს სატრანსფერო ბრძოლა უდიდესი ალბათობით პარიზმა მოიგო. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნასთან ერთად, ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი