რუსეთის მოქალაქე მარადიშვილის საქართველოს ნაკრებში დებიუტი გადაიდო - რა გახდა მიზეზი? » სპორტის ხაზი

რუსეთის მოქალაქე მარადიშვილის საქართველოს ნაკრებში დებიუტი გადაიდო - რა გახდა მიზეზი?

რუსეთის მოქალაქე მარადიშვილის საქართველოს ნაკრებში დებიუტი გადაიდო - რა გახდა მიზეზი?
10-04-2024, 15:54
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთის მოქალაქე კონსტანტინე მარადიშვილის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გადაიდო, ამის მიზეზი კი მძიმე ტრავმა გახლავთ.

რუსეთის ლიგის შეხვედრაში მარადიშვილის ნიჟნი ნოვგოროდი კრასნოდარს მასპინძლობდა, კონსტანტინემ კი მატჩის 27-ე წუთზე ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

როგორც იწერება, მარადიშვილი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ის ოპერაციას გაიკეთებს, შემდეგ კი სარეაბილიტაციო კურსში ჩაერთვება, რაც, ცხადია, დიდი ხნით გაგრძელდება.

მარადიშვილის მიმდინარე რუსეთის ლიგაში 11 თამაში აქვს გამართული, რა დროშიც მან მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი