რუსულ მედიაში ვრცელდება ურალის პრეზიდენტის, გრიგორი ივანოვის კომენტარი, რომელიც მან კონსტანტინე მარადიშვილის შესახებ გააკეთა:
"მარადიშვილის მიმართ ინტერესის შესახებ ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ეს კლუბის შიდა და დაფარული საკითხია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მისი ტრანსფერი ურალისთვის მომგებიანი არ იქნება, რადგან ის ქართველია და არა რუსი."
"კონსტანტინე მალე საქართველოს პასპორტს აიღებს და რუსეთს დატოვებს, ჩვენი კი გუნდში სხვა არაერთი ლეგიონერი გვყავს, მისი დამატება აღარ დაგვჭირდება." - თქვა ურალის პრეზიდენტმა
როგორც იწერება, 23 წლის კონსტანტინე მარადიშვილი მალე საქართველოს ნაკრებს უნდა შეუერთდეს, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.