აიაქსის ვარდნა - მიქაუტაძე დაიწუნეს და თავად დერბიში 6:0 წააგეს » სპორტის ხაზი

აიაქსის ვარდნა - მიქაუტაძე დაიწუნეს და თავად დერბიში 6:0 წააგეს

აიაქსის ვარდნა - მიქაუტაძე დაიწუნეს და თავად დერბიში 6:0 წააგეს
8-04-2024, 14:39
Aa Aa
გაზიარება:

2024 წლის 7 აპრილი აიაქსის გულშემატკივრებს დიდი ხნის განმავლობაში დაამახსოვრდებათ, რადგან ეს არის თარიღი, როდესაც გუნდმა სრული ფიასკო განიცადა.

საქმე ისაა, რომ გუშინ ფეინოორდის სტადიონზე აიაქსისა და მასპინძელი გუნდის დერბი შედგა, რომელიც ამსტერდამულმა კლუბმა სამარცხვინო ანგარიშით, 6:0 წააგო.

გუნდს, რომელმაც შეტევაში გიორგი მიქაუტაძის სათამაშო დონე და კვალიფიკაცია დაიწუნა, ბერგვაინი, გოდტსი და ჰლინსონი ეყენა, მათგან კი 6.0 სარეიტინგო ნიშნულის გადალახვა ვერცერთმა ვერ შეძლო.

ამსტერდამის აიაქსს ამ მომენტისთვის ნიდერლანდების ჩემპიონატში 45 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზე იმყოფება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი