დავითაშვილი: "რეალი" მის გამო ძალიან შემიყვარდა" » სპორტის ხაზი

დავითაშვილი: "რეალი" მის გამო ძალიან შემიყვარდა"

დავითაშვილი: "რეალი" მის გამო ძალიან შემიყვარდა"
5-04-2024, 21:51
Aa Aa
გაზიარება:

"ბორდოსა" და საქართველოს ნაკრების შემტევმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ინტერვიუში ახსენა, თუ ვინ არის მისი კუმირი.

"ოცნების გუნდი? "რეალი", ბავშობაში "მანჩესტერ იუნაიტედს" ვქომაგობდი კრიშტიანუ რონალდუს გამო. მას შემდეგ პორტუგალიელს დავყვებოდი და "რეალში" ყოფნის პერიოდში მადრიდული გრანდი განსაკუთრებით შემაყვარა.

"მას დღემდე ძალიან ვქომაგობ, მართალია, მისი ამჟამინდელი გუნდის ქომაგი ვეღარ ვარ, მაგრამ ყოველი გოლის გატანისას ბავშვობაში მაბრუნებს. რონალდუ ჩემი უდიდესი მოტივატორია", - განაცხადა ზურიკომ.

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს, ზურიკოს უდიდესი შანსი აქვს, თავის კუმირს დაუპირისპირდეს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი