ლა ლიგის 26-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში "გრანადამ" "ვალენსიას" უმასპინძლა და სტუმრებთან ანგარიშით 0-1 დამარცხდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ღამურების" ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში კარის მშრალად შენახვა ლა ლიგაში მე-11-დ მოახერხა და იგი უკვე 400 წუთია გოლს არ უშვებს.
10-ზე მეტი მშრალად შენახული კარი 2014/15 წლის სეზონის შემდეგ მხოლოდ ერთადერთ მეკარეს, დიეგო ალვეშს(13) აქვს.
გიორგიმ შინაურ კედლებში 9-ჯერ მოახერხა, რომ გოლი არ გაეშვა, სტუმრად კი ორჯერ. "ღამურების" მეკარეებიდან ერთ სეზონში მშრალი სერიების რეკორდი სანტიაგო კანისარესიას ეკუთვნის, რომელმაც გოლი 20 შეხვედრაში არ გაუშვა.
ბოლო შეხვედრაში მამარდამ თავის გამოჩენა სამი მოგერიებული ბურთით შეძლო. მისი გუნდი მე-7 ადგილს 44 ქულით იკავებს.