ადიდასი საქართველოს ქართულად ესალმება » სპორტის ხაზი

ადიდასი საქართველოს ქართულად ესალმება

ადიდასი საქართველოს ქართულად ესალმება
4-04-2024, 13:29
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული ბრენდი "adidas" დღეს სოციალურ ქსელში ახალ ქარდს აქვეყნებს.

ეს ქართველი ხალხისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იმიტომ არის, რომ ჯერ ერთი, მასზე "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაა და მეორეც, ქარდზე ბრენდი მომხმარებელს ქართულად ესალმება წარწერით "GAMARJOBA", პოსტზე კი "Gamarjoba, @euro2024" აქვთ დატანილი.

ხვიჩამ "adidas"-თან კონტრაქტს ახლახანს მოაწერა ხელი მას შემდეგ, რაც "Nike"-სთან დაასრულა ხელშეკრულება.

ამჟამად კვარაცხელიას სპონსორობას "adidas" უწევს, რომელმაც "predator 24"-ს ხვიჩას უნიკალური ფერი მიანიჭა და სწორედ ამ ბუცებით ასპარეზობს ქართველი ფეხბურთელიც.

ადიდასი საქართველოს ქართულად ესალმება


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი