"ასტონ ვილას" ქომაგები ძანიოლოს გაუბრაზდნენ » სპორტის ხაზი

"ასტონ ვილას" ქომაგები ძანიოლოს გაუბრაზდნენ

"ასტონ ვილას" ქომაგები ძანიოლოს გაუბრაზდნენ
4-04-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ 3 აპრილს გამართული პრემიერ ლიგური დაპირისპირება "მანჩესტერ სიტისა" და "ასტონ ვილას" შორის ქალაქელების გამარჯვებით, 4-1 დასრულდა.

"ასტონ ვილას" ქომაგებს ამ შეხვედრაში ნიკოლო ძანიოლოს მიმართ განსხვავებული რეაქციები ჰქონდათ. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, როდესაც სტუმრებმა გაათანაბრეს, იტალიელი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო, თუმცა ბურთს განგებ არ შეეხო, რასაც გოლი მოჰყვა და ამ მხრივ დადებითი რეაქცია დაიმსახურა.

მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც "მანჩესტერ სიტიმ" საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ნიკოლო კი, რომელიც კედელში იდგა, ბურთის შეეშინდა, გაიწია და ბურთს ბადეში შესვლის საშუალება მისცა.

ამ ყველაფერს სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ძანიოლოს "სიმამაცის ნაკლებობასა" და პათეტიკურობაში დასდეს ბრალი.

მიმდინარე სეზონში ნიკოლომ 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარის აღება 3-ჯერ შეძლო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სასტარტოდან მატჩების 30%-ზე ნაკლებში მოახერხა მატჩის დაწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი