მესი ვარჯიშს დაუბრუნდა [ვიდეო] » სპორტის ხაზი

მესი ვარჯიშს დაუბრუნდა [ვიდეო]

მესი ვარჯიშს დაუბრუნდა [ვიდეო]
2-04-2024, 20:52
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ლიონელ მესი ორი კვირა გუნდს ვერ ეხმარებოდა ტრავმის გამო, თუმცა დღეს პოზიტიური ვიდეო გავრცელდა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა კლუბის 2 მატჩი გამოტოვა და ნაკრების განაცხადიდანაც მოუწია ამოვარდნა, რის გამოც მეგობრულ შეხვედრებში გუნდს ვერ დაეხმარა.

ცნობილმა ჟურნალისტმა ლიზი ბაჩერანომ ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ დაუბრუნდა ლიონელი ვარჯიშს.

მესი მომდევნო შეხვედრის განაცხადში იქნება, რომელიც "ინტერ მაიამის" 7 აპრილს "კოლორადო რაპიდსთან" უწევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი