"რეალს" "სიტისთან" უპირატესობა აქვს და მის გამოყენებას სპეციალური პროგრამით აპირებს » სპორტის ხაზი

"რეალს" "სიტისთან" უპირატესობა აქვს და მის გამოყენებას სპეციალური პროგრამით აპირებს

"რეალს" "სიტისთან" უპირატესობა აქვს და მის გამოყენებას სპეციალური პროგრამით აპირებს
2-04-2024, 20:35
Aa Aa
გაზიარება:

"რეალ მადრიდს" ჩემპიონთა ლიგურ მატჩამდე 9 დღე აშორებს, ამ დროის განმავლობაში კი მატჩის ჩატარება არ უწევთ, ხოლო "მანჩესტერ სიტის" 2 შეხვედრა ელის.

ამის შესახებ გვარდიოლამ უკმაყოფილება გამოთქვა და ანჩელოტიმაც აღიარა, რომ მათ ამ მხრივ უპირატესობა აქვთ, რისი გამოყენებაც ჭკვიანურად მართებთ, შესაბამისად, მადრიდელები შემდეგ გეგმას მიუყვებიან.

კვირის პირველი დღეები ახალ ფიტნეს მწვრთნელ ანტონიო პინტუსს დაეთმობა, რომელიც გუნდს განსხვავებულად დატვირთავს, ისე, თითქოს პრესეზონური პერიოდი აქვთ, ხოლო დანარჩენ დღეებში ფეხბურთელები ჩვეულ სავარჯიშო განრიგსა და გეგმას დაუბრუნდებიან და ანჩელოტისთან ერთად ტაქტიკურად მოემზადებიან "მანჩესტერ სიტისთვის".

მადრიდში იმედოვნებენ, რომ ეს პროგრამა მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ, თანაც პოზიტიური სიახლეებია სამედიცინო შტაბიდანაც. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის განმავლობაში "რეალს" ბევრი ტრავმირებული ჰყავდა, დავიდ ალაბა და კურტუა იქნებიან ის ორი ფეხბურთელი, რომლებიც გუნდს ვერ დაეხმარებიან ჩემპიონთა ლიგაზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი