ლუქსემბურგის მწვრთნელი: "კაკაბაძე უნდა გაეგდოთ, მსაჯმა წაგვაგებინა" » სპორტის ხაზი

ლუქსემბურგის მწვრთნელი: "კაკაბაძე უნდა გაეგდოთ, მსაჯმა წაგვაგებინა"

ლუქსემბურგის მწვრთნელი: "კაკაბაძე უნდა გაეგდოთ, მსაჯმა წაგვაგებინა"
2-04-2024, 19:17
Aa Aa
გაზიარება:

ლუქსემბურგის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუკ ჰოლტცი თბილისში წაგებას დღემდე ვერ ივიწყებს, რაზეც მისი უახლესი კომენტარი მეტყველებს.

ჰოლტცისგან ინტერვიუ ჯანლუკა დი მარციომ აიღო, ჩვენთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგის დამრიგებელი წაგებას მსაჯებს აბრალებს.

"არ მესმის თუ რატომ ისურვა VAR-მა ოთარ კაკაბაძის ჯარიმის მომენტში თამაშში ჩარევა, რადგან ეს საწითლე ეპიზოდი იყო და მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს."

"გარდა ამისა, გაგვიუქმეს გოლი, არადა ჯარიმა მანამდე ჩვენზე კი არა, ქართველ ფეხბურთელზე იყო, რაც ასევე უყურადღებოდ დარჩა."

"საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი უსამართლობის გადატანა მოგვიხდა, რაზეც დღემდე ვფიქრობ და მაწუხებს"
, - ამბობს ლუკ ჰოლტცი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი