ვინ ჩაიბარებს "იუვენტუსს" თუ ალეგრის გაათავისუფლებენ » სპორტის ხაზი

ვინ ჩაიბარებს "იუვენტუსს" თუ ალეგრის გაათავისუფლებენ

ვინ ჩაიბარებს "იუვენტუსს" თუ ალეგრის გაათავისუფლებენ
2-04-2024, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

"Tuttosport"-ის თანახმად მასიმილიანო ალეგრისა და "იუვენტუსის" გზები შესაძლოა ძალიან მალე გაიყაროს, მის შემცვლელად კი ტურინელებს 3 კანდიდატურა ჰყავთ.

იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 9 მატჩიდან "ბიანკონერიმ" მხოლოდ ერთის მოგება შეძლო, "შეშლილი მაქსი" დიდი წნეხის ქვეშაა, რადგან შესაძლოა "ბებერი ქალბატონის" ადმინისტრაციას მისი გაშვება საბოლოოდ მოუწიოს.

მართალია, "იუვენტუსი" კვლავ სერია ა-ს სამეულშია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ "ბოლონია" მას წამოეწია და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, შესაბამისად, არის იმის საბრთხე, რომ ტურინელები ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩნენ.

ამიტომაც, მომდევნო ორი მატჩი სერია ა-ში, რომელიც "ბებერ ქალბატონს" "ფიორენტინასა" და "ტორინოს" წინააღმდეგ აქვთ, ალეგრისთვის შესაძლოა გამოსაცდელი აღმოჩნდეს.

გარდა ამისა, დღეს, 2 აპრილს, "იუვენტუსი" "ლაციოს" შეხვდება იტალიის თასის ნახევარ ფინალის პირველ შეხვედრაში და აქ მოპოვებული გამარჯვებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იტალიელი სპეციალისტისთვის, თანაც, იმის ფონზეც, რომ უკანასკნელი შეხვედრა სწორედ რომაელებთან ჰქონდა და საკუთარ კედლებში მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა.

და რატომ იკავებს თავს "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა და რატომ არ გაუშვეს ალეგრი აქამდე? საქმე იმაშია, რომ მასიმილიანოს ტურინელებთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აქვს და თუ იგი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, მისთვის სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევთ, რაც საკმაოდ რთულია ისედაც ზარალში მყოფი "იუვენტუსისთვის". მარტივი გამოსავალი თავად ალეგრის მიერ გადადგომაა, მაგრამ იგი პოსტს ჯერ-ჯერობით არ ტოვებს.

თუმცა ვინ შეცვლის იმ შემთხვევაში, თუ ალეგრისა და "იუვეს" გზები სეზონის ბოლოს, ან მის დასრულებამდე გაიყრება? ჯუნტოლის სამი შესაძლო ვარიანტი ჰყავს: ბრამბილა - "იუვენტუსის" 19 წლანდელთა ნაკრების მწვრთნელი, მონტერო - კლუბის ლეგენდა, ან მოტა.

ტიაგო მოტა ის კანდიდატურაა, რომელიც ყველაზე მეტად სურთ. იტალიაში იუწყებიან, რომ ჯუნტოლიმ უკვე მიაღწია მასთან სიტყვიერ შეთანხმებასაც კი, მაგრამ ამ მომენტისთვის იგი "ბოლონიას" უდგას სათავეში და "ბებერ ქალბატონს" შესაძლოა სერიოზული საბრთხე შეუქმნას. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ამოიწურება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი