"განიხილეთ ირანის მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოსხნა" - უკრაინა FIFA-ს მიმართავს » სპორტის ხაზი

"განიხილეთ ირანის მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოსხნა" - უკრაინა FIFA-ს მიმართავს

"განიხილეთ ირანის მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოსხნა" - უკრაინა FIFA-ს მიმართავს
31-10-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც 3 კვირა რჩება, თუმცა, როგორც ჩანს, იმ გუნდებიდან, რომლებმაც მთავარ სანაკრებო ფორუმზე კვალიფიცირება შეძლეს, ყველას ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა 100%-ით გარანტირებული არ აქვს, ერთ-ერთი კი ირანის საფეხბურთო ნაკრებია, რომლის ჩემპიონატიდან მოხსნას უკრაინული მხარე მოითხოვს.

უკრაინა აღშფოთებულია იმ სამხედრო დახმარებით, რომელსაც ირანი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში დღემდე უწევს. როგორც იწერება, დონეცკის "შახტარის" აღმასრულებელ დირექტორს, სერგეი პალკინს სურს, რომ FIFA-მ ირანი მსოფლიოს ჩემპიონატიდან ჩახსნას, მისი ადგილი კი თავად უკრაინამ დაიკავოს. უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტი ამბობს, რომ გარდა რუსეთის დახმარებისა, ირანში ადამიანის უფლებები პერმანენტულად ირღვევა, რაც უკრაინელების აზრით, კიდევ ერთი ლიგიკური მიზეზია იმისათვის, რათა ირანი მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოიხსნას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი