ლევანდოვსკის გოლები "ბარსელონას" ფინანსურ პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს | დეტალები » სპორტის ხაზი

ლევანდოვსკის გოლები "ბარსელონას" ფინანსურ პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს | დეტალები

ლევანდოვსკის გოლები "ბარსელონას" ფინანსურ პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს | დეტალები
31-10-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბოლო წლებში კატალონიის "ბარსელონა" სერიოზულ ფინანსურ კრიზისშია, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ჯანრის დროს, ესპანურმა კლუბმა წამყვანი მოთამაშეების დამატება მაინც მოახერხა. მიუხედავად ამისა, როგორც გერმანული მედია წერს, ჟოან ლაპორტამ ლევანდოვსკის ტრანსფერში ერთი ისეთი პუნქტი ჩადო, რომლით სარგებლობაც პოლონელი ფორვარდის ყოფილ გუნდს, მიუნხენის "ბაიერნს" შეუძლია.

როგორც იწერება, ყოველ ჯერზე, როდესაც რობერტ ლევანდოვსკი სეზონში 25 გოლს გაიტანს, "ბარსელონას" გერმანელებისთვის 1.25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ამდენად, ერთია ტიტულზე ფიქრი და გოლების გატანა, მეორე კი ფინანსური პრობლემების კიდევ უფრო გამძაფრება.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის 16 შეხვედრაში უკვე 17 გოლი აქვს გატანილი და საკმაოდ დიდი შანსია, რომ პოლონელმა ფორვარდმა 25 გოლს გადააჭარბოს კიდეც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.