"რატომ გავაკეთე? მერაბის გასაბრაზებლად" - შონ ო'მალის პასუხი დასმულ შეკითხვაზე » სპორტის ხაზი

"რატომ გავაკეთე? მერაბის გასაბრაზებლად" - შონ ო'მალის პასუხი დასმულ შეკითხვაზე

"რატომ გავაკეთე? მერაბის გასაბრაზებლად" - შონ ო'მალის პასუხი დასმულ შეკითხვაზე
25-03-2024, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

UFC 299-ზე შონ ო'მალიმ სუპერმსუბუქი წონის ქამარი წარმატებით დაიცვა. ჩემპიონმა "ჩიტო" ვერას წინააღმდეგ სტრაიკინგის მასტერკლასი შემოგვთავაზა. მსაჯებს გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდათ და გამარჯვებულად მოქმედი ჩემპიონი დაასახელეს.

საინტერესოა, რომ ო'მალიმ ბრძოლის შემდეგ არა დვალიშვილი არამედ, ილია თოფურია გამოიწვია. მოგვიანებით, თოფურიას პასუხის შემდეგ, ო'მალისგან მორიგი პოსტი ვიხილეთ, სადაც წერდა, რომ 2025 წელს დვალიშვილთან შესახვედრად მზად იყო, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული პასუხი ისევ "შეცვალა"...

"ეს ძალით გავაკეთე, რომ მერაბი გამებრაზებინა. მერაბის ნერვებზე თამაში ძალიან მახალისებს." - თქვა ო'მალიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი