"ვიცოდი, თერთმეტმეტრიანი დაინიშნებოდა..." - მიქაუტაძის მატჩისშემდგომი კომენტარი » სპორტის ხაზი

"ვიცოდი, თერთმეტმეტრიანი დაინიშნებოდა..." - მიქაუტაძის მატჩისშემდგომი კომენტარი

"ვიცოდი, თერთმეტმეტრიანი დაინიშნებოდა..." - მიქაუტაძის მატჩისშემდგომი კომენტარი
22-03-2024, 18:37
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი აშორებს! ვილი სანიოლის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში "დინამო არენაზე" ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა:

"ასეთ სცენარს ველოდებოდით, რადგან ყველა მზად ვიყავით. ძალიან გვინდოდა ამ თამაშის მოგება და ფინალში გასვლა. დღეს გავიმარჯვეთ, მაგრამ მხოლოდ პირველი ტაიმი დამთავრდა და წინ მეორე ტაიმია, რათა ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

მე უფრო მეგონა, რომ პენალტი იყო. როდესაც მეტოქემ გოლი გაიტანა, ვიცოდი, რომ თერთმეტმეტრიანი დაინიშნებოდა, ამიტომაც, ბურთი ხელში ავიღე, რათა დამერტყა, თუმცა არაუშავს, ჯარიმიდანაც ლამის გავიტანეთ, შენგელიამ ბურთი ხარიხას გაარტყა.

სანიოლმა დამავალა, რომ უფრო უკნიდან მეთამაშა. გოლის გატანაც მინდოდა, დღეს ვერ მოვახერხე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომდევნო შეხვედრაში გავიტან".
- თქვა მიქაუტაძემ. (nakrebi.ge)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი