"დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიტანდი" - ზივზივაძის მატჩისშემდგომი კომენტარი » სპორტის ხაზი

"დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიტანდი" - ზივზივაძის მატჩისშემდგომი კომენტარი

"დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიტანდი" - ზივზივაძის მატჩისშემდგომი კომენტარი
22-03-2024, 12:52
Aa Aa
გაზიარება:

საქართელოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი აშორებს! ვილი სანიოლის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში "დინამო არენაზე" ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა.

მატჩზე თავისი აზრი ორივე გოლის ავტორმა, ბუდუ ზივზივაძემაც დააფიქსირა:

"ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი თამაში იყო, აუცილებლად უნდა მოგვეგო, რადგან ჩვენი მაყურებლის წინაშე ვთამაშობდით. იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ ეს ალბათ, უფრო ემოციის ბრალი იყო და ფინალში გამოვასწორებთ, მწვრთნელიც გვეტყვის თუ რა იყო შეცდომები. დღეს მე ვიყავი იღბლიანი, რომ გოლები გავიტანე. საბერძნეთს კი, კვარამ მიხედოს (იღიმის - რედ).

ორ გოლს არ ველოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლს გავიტანდი. უბედნიერესი ვარ, რადგან დუბლი შევასრულე, ჩემი გოლებით გუნდმა გაიმარჯვა. თუმცა, მარტო ჩემი დამსახურება არ არის, გუნდმაც ძალიან მაგრად ითამაშა. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით და ვფიქრობ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ალბათ, მამაჩემის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, მამაჩემისთვის რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი. დღეს, ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებოდით. მარტო 11 კაცის არა, 26 ფეხბურთელი ვართ განაცხადში და ყველას დამსახურებაა ეს გამარჯვება. მხოლოდ ნახევარია საქმის გაკეთებული და დანარჩენს 26-ში უნდა მივხედოთ"
- თქვა ბუდუმ. (nakrebi.ge)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი