ლუქსემბურგის დამრიგებელმა, ლუკ ჰოლცმა საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხი მიმოიხილა.
"ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ზუსტად ისე თამაშობს, როგორც ვილი სანიოლი ფეხბურთელობის დროს თამაშობდა. ეს სერიოზული ნაკრებია, რომელიც დიდი მონდომებითა და შემართებით თამაშობს, თუმცა ვიცით თუ როგორ გავცდეთ მათ. ჩვენ ემოციებს არ უნდა ავყვეთ და ჩვენივე საქმე ვაკეთოთ, ბიჭებს ამაზე უკვე ვესაუბრე."
"ჩვენ პენალტების სერიისთვისაც მოვემზადეთ. როდესაც 50 000 მაყურებელი გიყურებს, მათ წინაშე ისეთივე პენალტს ვერ დაარტყამ, როგორც ამას ვარჯიშზე გააკეთებდი. მთავარი ისაა, რომ ემოციები ვაკონტროლოთ და თავდაჯერებულები ვიყოთ, თუმცა არა ამპარტავნები."
"ბიჭებს საქართველოს დასამარცხებლად შესაბამისი გამოცდილება აქვთ დაგროვილი და უშიშრად ითამაშებენ. ფსიქოლოგია მნიშვნელოვანი კომპონენტია და ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გარეშე პირობებს ყურადღება არ მიაქციონ", - ამბობს ჰოლცი