ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა.
"კატასტროფაა, როცა ასეთი თამაშის გამოტოვება გიწევს. ეს წესები და ასევე VAR-ის მოქმედებები სულ უფრო და უფრო გაუგებარია. იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასეთ წესებს ადგენს, სიმპათიას არ ვგრძნობ.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიდეორეფერის დანერგვის დღიდან უფრო მეტი არასწორი გადაწყვეტილება ვნახეთ, ვიდრე მანამდე" - თქვა ჰოლცმა.
სინანიმ ლიხტენშტაინთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც 21 მარტს საქართველოსთან პლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრას გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს, დისკვალიფიკაციის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.