ლუქსემბურგი ასაჩივრებს | საქართველოს მეტოქეს თვალი ფინალისკენ აქვს » სპორტის ხაზი

ლუქსემბურგი ასაჩივრებს | საქართველოს მეტოქეს თვალი ფინალისკენ აქვს

ლუქსემბურგი ასაჩივრებს | საქართველოს მეტოქეს თვალი ფინალისკენ აქვს
27-12-2023, 11:09
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციამ დანელ სინანის დისკვალიფიკაცია ოფიციალურად გაასაჩივრა, მიზანი კი ის გახლავთ, რომ ნაკრების ლიდერი გუნდს საფინალო მატჩში მაინც დაუბრუნდეს (თუ ის საერთოდ შედგება).

საქმე ისაა, რომ სინანმა წითელი ბარათი პორტუგალიასთან უღიმღამო სიტუაციაში მიიღო, თუმცა მის გაძევებას 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოჰყვა. შესაბამისად, თუ ლუქსემბურგი საქართველოს გასცდება, ამ მომენტისთვის სინანი ჩვენს მეტოქეს არც ფინალში ეყოლება.

ამ ყველაფრის შესახებ კომენტარი გააკეთა ლუქსემბურგის მთავარმა მწვრთნელმა, ლიუკ ჰოლცმა, რომელსაც იმედი აქვს, რომ დისკვალიფიკაციის სიმკაცრე ორი მატჩიდან ერთამდე შემცირდება:

"აღნიშნული ეპიზოდი არაერთხელ ვნახე და მიმაჩნია, რომ მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. დანელ სინანი ბურთზე თამაშს ცდილობდა და განზრახ არ უუხეშია, რის გამოც ვფიქრობ, რომ უეფა სასჯელს შეამსუბუქებს. ცხადია, წითელი ბარათის გაუქმება სიგიჟე იქნებოდა, თუმცა მისი ერთ მატჩამდე დაყვანა ნამდვილად შესაძლებელია", - თქვა ჰოლცმა

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნახევარფინალი 2024 წლის 21 მარტს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი