ინგლისის ჩემპიონშიპის შეხვედრაში უოტფორდი ქოვენთრის მასპინძლობს და მეორე ტაიმში ანგარიში 1:1-ია.
ეს დაპირისპირება ძირითადი თერთმეტეულიდან დაიწყო გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც პირველი ნახევარი სრულფასოვნად ითამაშა.
სამწუხაროდ, მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ჩაკვეტაძე მინდვრიდან ტრავმის გამო მოიხსნა და ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი გაუცდება გიორგის.
შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგთან ჩანიშნული საპლეიოფო მატჩის დაწყებამდე სულ რაღაც 12 დღეა დარჩენილი..