იამალი რჩება | ბარსელონამ პარი სენ-ჟერმენს 200 მილიონზე უარი უთხრა » სპორტის ხაზი

იამალი რჩება | ბარსელონამ პარი სენ-ჟერმენს 200 მილიონზე უარი უთხრა

იამალი რჩება | ბარსელონამ პარი სენ-ჟერმენს 200 მილიონზე უარი უთხრა
9-03-2024, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ესპანური მარკა წერს, ბარსელონამ ლამინ იამალის თაობაზე პარი სენ-ჟერმენის შეთავაზება დაბლოკა.

გამოცემის მტკიცებით, პარიზელებმა ბარსელონას ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა ისინი ბარსამ მკაცრი უარით გაისტუმრა.

გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ ცდილობს, რომ კილიან მბაპეს გუნდიდან წასვლა მაქსიმალურად უმტკინვეულოდ გადაიტანოს, შესაძენ ფეხბურთელთა სიაში კი ლამინ იამალი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

შეგახსენებთ, რომ იამალი ჯერ კიდევ 16 წლისაა და ამ სეზონში ბარსელონას მაისურით უკვე 5 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.