ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ ხეტაფეს 1:0 მოუგო.
საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა. გიორგიმ ჯამურად 5 ბურთი მოიგერია და მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.
Sofascore-მ ქართველი მეკარის თამაში 8.0 სარეიტინგო ქულით შეაფასა, თუმცა მატჩის MVP (ყველაზე ღირებული მოთამაშე) გოლის ავტორი უგო დურო გახდა.
ამ მოგებით ვალენსია ესპანეთის ლიგის მე-8 ადგილს 40 ქულით იკავებს.