ვილი სანიოლი ირლანდიის ნაკრებში? - მედიაში ახალი ინფორმაცია ვრცელდება » სპორტის ხაზი

ვილი სანიოლი ირლანდიის ნაკრებში? - მედიაში ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ვილი სანიოლი ირლანდიის ნაკრებში? - მედიაში ახალი ინფორმაცია ვრცელდება
9-03-2024, 16:49
Aa Aa
გაზიარება:

ავტორიტეტული გამოცემის, The Sun-ის ინფორმაციით, არსებობს შანსი, რომ უახლოეს მომავალში ვილი სანიოლმა საქართველო დატოვოს და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.

ირლანდიამ რამდენიმე დღის წინ სპეციალისტის პოსტზე ჯონ ო'ში შეარჩია, თუმცა როგორც ვარაუდობენ, მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი თანამდებობას მალე დატოვებს, მიზეზი კი მისი გამოუცდელობაა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირლანდიის ფეხბურთის ფედერაცია სანიოლს უკვე დაუკავშირდა და პირველადი კონტაქტი შედგა.

როგორც იწერება, ირლანდიელთა სურვილია, რომ მათი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სანიოლი აპრილამდე დაინიშნოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი