UFC-ის ვეტერანმა მებრძოლმა, მეტ ბრაუნმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა.
როგორც ბრაუნი აღნიშნავს, მერაბი უკვე ჩემპიონი უნდა იყოს და მისი ამ მომენტისთვის დამარცხება არც არავის შეუძლია.
"მერაბს ჩემპიონის ქამარი დიდი ხნით ადრე უნდა მიეღო, თუმცა ორგანიზაცია პროცესს ბოლომდე წელავს."
"ვფიქრობ, მომდევნო პირველი ნომერი დვალიშვილი გახდება, რომელიც ჩემპიონის სტატუსს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს."
"ამ მომენტისთვის საერთოდ ვერავის ვხედავ ისეთს, ვისაც მერაბ დვალიშვილის დამარცხება შეეძლებოდა", - ამბობს ბრაუნი