სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლიგა 2-ის შეხვედრა, რომელშიც გიორგი მიქაუტაძის მეცმა ნანტს გასვლაზე 0-2 მოუგო.
საგულისხმოა, რომ ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. მან ერთი ბურთი თავად გაიტანა, მეორე კი თანაგუნდელს გაატანინა.
გიორგი მიქაუტაძეს Sofascore-მ შთამბეჭდავი თამაში დაუფასა, რის ხარჯზეც მიქაუტაძე 8.0 სარეიტინგო ქულით შეფასდა.