საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის ბორდო როდეზს ესტუმრა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ბორდოს რიგებში პირველი გოლი სწორედ დავითაშვილის ანგარიშზე გახლდათ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ბორდოსთვის უკვე მესამედ გაიტანა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გატანილი გოლი თანაგუნდელ ალბერტ ელისს მიუძღვნა, რომელიც თავის მძიმე ტრავმის გამო კომაში იმყოფებოდა, თუმცა ახლა კარგადაა და მისი სარეაბილიტაციო კურსი მიმდინარეობს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მოპოვებული ქულით ბორდო საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ადგილს 36 ქულით იკავებს.