"წაგებისგან მამარდაშვილმა გვიხსნა" - ვალენსიას მწვრთნელი რეალთან მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"წაგებისგან მამარდაშვილმა გვიხსნა" - ვალენსიას მწვრთნელი რეალთან მატჩის შემდეგ

"წაგებისგან მამარდაშვილმა გვიხსნა" - ვალენსიას მწვრთნელი რეალთან მატჩის შემდეგ
3-03-2024, 14:18
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელ ლა ლიგის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ კარლო ანჩელოტის რეალს ქულები წაართვა, - 2:2.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს ჯამურად 3 მოგერიება ჰქონდა (ერთ-ერთი ძალიან კარგი ჯუდ ბელინგემზე), საბოლოო შეფასება კი 6.8 გახლდათ.

აი, რა თქვა ვალენსიას დამრიგებელმა მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის შესახებ:

"შეგვეძლო ანგარიში 3:1 გაგვეხადა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გიორგიმ 2:2 თავიდან აგვარიდა. ბოლომდე გვჯეროდა, შანსიც გვქონდა, ორჯერ პეტერ გონსალესს შეეძლო გოლის გატანა, პენალტიც დაინიშნა, რომელიც საბოლოოდ გააუქმეს. ძალიან კარგად ვითამაშეთ ისეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც რეალია", - თქვა ბარახამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი